მინდა ყველაფერი ვიცოდე

ჩემო პატარა მკითხველო!

ეს ლამაზი წიგნი, ფერადი ილუსტრაციებით შენ გეკუთვნის. იგი საყმაწვილო ენციკლოპედიური კრებულია, რომელიც დაგეხმარება უკეთ შეიცნო გარემომცველი სამყარო, ბევრი საინტერესო ამბავი შეიტყო და შეიმეცნო.

„მინდა ყველაფერი ვიცოდე“ პირველად 1997 წელს გამოიცა და ნორჩი

მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე წიგნი შეივსო, გაიზარდა და გარეგნულადაც დამშვენდა.

წიგნს ახალი ფერადი ილუსტრაციები ამშვენებს, თემატურად დაყოფილია ნაწილებად და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

თქვენგან კვლავაც ველით ახალ კითხვებს, სურვილებს, წერილებს, რომლებზეც გამომცემლობა „შემეცნება“ აუცილებლად გიპასუხებთ და სამომავლოდ გაითვალისწინებს.

ISBN 978-9941-428-46-3

Category: Product ID: 397