“გეომეტრიული ფიგურები”

სამაგიდო თამაშების სერია – “ვითამაშოთ ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად”

სამაგიდო თამაში გეომეტრიული ფიგურები განკუთვნილია 4-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. იგი მიზნად ისახავს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. ბავშვი ეცნობა ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს, სიტყვიერად აღწერს მათ, ფიგურების მოდელების შეთავსებით იღებს ნიმუშზე მოცემულ გამოსახულებას. აგრეთვე, ამოიცნობს ფიგურებს სხვადასხვა დანიშნულების საგნებში, ადარებს ფერისა და ფორმის მიხედვით, იყენებს მიმართებით ტერმინებს – მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით.

სამაგიდო თამაში ხელს უწყობს აქტიურ სწავლებას, ბავშვთა აზროვნების განვითარებასა და მოტივაციას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.

საგამომცემლო პროექტისა და ტექსტის ავტორი: ლია შალვაშვილი
რედაქტორი: მანანა მაჭავარიანი
დიზაინერი და დამკაბადონებელი: მანანა მაჭავარიანი
მხატვრობა და კომპიუტერული გრაფიკა: ილია ჭრელაშვილი

 

ყველა უფლება დაცულია

ISBN 978-9941-428-60-9

 

 

 

 

Category: Product ID: 862