ანგელოზების რისხვა

სიდნი შელდონი – ოსკარის, ედგარ პოსა და ყველა არსებული ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი.

მისი სახელი სიმბოლო გახდა სიტყვა “ბესტსელერის”, გამოცემული წიგნების ტირაჟი კი 300 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია 20-ზე მეტი ფილმი. შელდონს ყველა კითხულობს – დეტექტივების, თრილერებისა თუ მელოდრამების მოყვარულნი. მწერლის ყოველი რომანი ამ ჟანრების გასაოცარი სინთეზია.

ქალი – მშვენიერი, წარმატებული ადვოკატი, თავისი კარიერის მწვერვალზე. მამაკაცი – ნიუ-იორკის მაფიის “ნათლია”, რომელიც აფართოებს თავის ძლევამოსილ იმპერიას. ისინი დგანან ერთმანეთის პირისპირ და არც ერთი მათგანი მარცხს არ შეეგუება. ასე იწყება დაუნდობელი ბრძოლის ისტორია, რომელშიც გამარჯვებული არ იქნება. მაგრამ იქნება გამარჯვებები და დამარცხებები, გახმაურებული სისხლის სამართლის დანაშაულებები და მრავალი შეხლა-შემოხლა, დიდი პოლიტიკა და დიდი ფული. და, რასაკვირველია, სიყვარული…

 

ავტორი სიდნი შელდონი
ჟანრი პროზა
კატეგორია მხატვრული
გამოცემის თარიღი 2010 წ.
გარეკანი რბილი
ზომა და გვ. რაოდენობა 150×210     432 გვ.
ISBN 978-9941-9109-0-6