“წელიწადის დროები”

სამაგიდო თამაშების სერია – “ვითამაშოთ ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად”

სამაგიდო ლოტო-თამაში წელიწადის დროები განკუთვნილია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. იგი მიზნად ისახავს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

ბავშვი ეცნობა წელიწადის დროებს. ნახატების მეშვეობით აღწერს თითოეული სეზონისთვის დამახასიათებელ ნიშანს თუ მოვლენას, აკვირდება ბარათებზე გამოსახულ სხვადასხვა დანიშნულების საგნებს და აკუთვნებს შესაბამის წელიწადის დროს – დაფის ცარიელ ჩარჩოში დებს შესაბამის ბარათს.

სამაგიდო ლოტო-თამაში ხელს უწყობს აქტიურ სწავლებას, ბავშვთა აზროვნების განვითარებასა და მოტივაციას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.

 

საგამომცემლო პროექტისა და ტექსტის ავტორი: ლია შალვაშვილი
დიზაინერი და დამკაბადონებელი: მანანა მაჭავარიანი
მხატვრობა და კომპიუტერული გრაფიკა: ილია ჭრელაშვილი

 

ყველა უფლება დაცულია

ISBN 978-9941-428-69-2

 

Category: Product ID: 855