“ცხოველები”

სამაგიდო თამაშების სერია – “ვითამაშოთ ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად”

სამაგიდო ლოტო-თამაში ცხოველები განკუთვნილია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. იგი მიზნად ისახავს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

ბავშვი ეცნობა სხვადასხვა ცხოველს. ნახატების მეშვეობით აღწერს თითოეულ მათგანს, აკვირდება ბარათებზე გამოსახულ სხვადასხვა სახის ცხოველებს – მწერებს, ფრინველებს, წყლის ბინადრებს, მტაცებლებს და აკუთვნებს ცხოველთა სათანადო ჯგუფს – დაფის ცარიელ ჩარჩოში დებს შესაბამის ბარათს.

სამაგიდო ლოტო-თამაში ხელს უწყობს აქტიურ სწავლებას, ბავშვთა აზროვნების განვითარებასა და მოტივაციას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.

 

საგამომცემლო პროექტისა და ტექსტის ავტორი: ლია შალვაშვილი
დიზაინერი და დამკაბადონებელი: მანანა მაჭავარიანი

 

ყველა უფლება დაცულია

ISBN 978-9941-428-75-3

Category: Product ID: 850