“მცენარეები”

სამაგიდო თამაშების სერია – “ვითამაშოთ ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად”

სამაგიდო ლოტო-თამაში მცენარეები განკუთვნილია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. იგი მიზნად ისახავს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

ბავშვი ეცნობა სხვადასხვა მცენარეს. ნახატების მეშვეობით აღწერს თითოეულ მათგანს, აკვირდება ბარათებზე გამოსახულ სხვადასხვა სახის მცენარეებს – ხილს, ბოსტნეულს, ყვავილებს, ხეებს და აკუთვნებს მცენარეთა სათანადო ჯგუფს – დაფის ცარიელ ჩარჩოში დებს შესაბამის ბარათს.

სამაგიდო ლოტო-თამაში ხელს უწყობს აქტიურ სწავლებას, ბავშვთა აზროვნების განვითარებასა და მოტივაციას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.

 

საგამომცემლო პროექტისა და ტექსტის ავტორი – ლია შალვაშვილი
დიზაინერი და დამკაბადონებელი – მანანა მაჭავარიანი

 

ყველა უფლება დაცულია

ISBN 978-9941-428-73-9

 

Category: Product ID: 847